
სიღნაღის მუნიციპლიტეტიში საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ბიზნესმენმა ავთანდილ ტუხაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გოგილაშვილთან, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შიოლაშვილთან , მერის პირველ მოადგილესთან და ‘’ COVID-19” – საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელ მადონა ბატიაშვილთან ერთად საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში მცხოვრებ ყველა ოჯახს (81ოჯახი) პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები და თითო ტომარა ფქვილი გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშილმა მოსახლეობას და მესაზღვრეებს პირბადეები ჩაუტანა და სთხოვა მაქსიმალურად დაიცვან საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური დსტანცია.
მერმა ერისიმედის ტერიტორიული ერთეულის სპეციალისტს, როლანდ თავართქილაძეს მეგაფონი გადასცა რათა დისტანციურად დროულად უზრუნველყონ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საზრვრისპირა სოფელში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ მოსულიშვილი და ეპიდემიოლოგი ნანა მოლაშვილი, რომლებმაც მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს, ტემპერატურა გაუზომეს და კორონა ვირუსის წინააღმდეგ შემუშავებული რეკომენდაციები ადგილზე გააცნეს.
საზღვისპირა სოფელში იმყოფებოდა შსს სიღნაღის სამმართველოს ‘’კორონა 2020 ‘’- ს შტაბის წევრები, მერიის იურდიული სამსახურის უფროსი გიორგი ჯანიაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ჯუგაანში მირიან ალადაშვილი და სოფელ ჯუგაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ელაშვილი.






















