16:02 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

საზღვრისპირა სოფელ რუხში საველე კარავი მოეწყო

საზღვრისპირა სოფელ რუხში საველე კარავი მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ საზღვრისპირა სოფელ რუხში, ადმინისტრაციულ საზღვართან სამხედრო-საველე კარავი მოეწყო.

 

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბლოკ-საგუშაგოებზე კარავი სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობითაა მოწყობილი და აქ სამხედრო ექიმები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. კერძოდ, აქ მოხდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი და მათი შემოწმება.

 

Image may contain: one or more people, sky and outdoor

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რამდენიმე სოფელში: ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი და ზედაეწერი საკონტროლო პუნქტები მოეწყო, რომლებშიც თავდაცვის სამხედრო ძალები ჩაერთვნენ.

 

ნახეთ, საქართველოს ქალაქები, სადაც საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა.

 

 

 

 

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X