14:11 | 2020-03-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

ვაშაძე მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის 3-კომპონენტიან სტრატეგიას სთავაზობს

ვაშაძე მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლის 3-კომპონენტიან სტრატეგიას სთავაზობს

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება, ადგილზე სწრაფი დიაგნოსტირებაა.

 

„მსოფლიოში არსებობს საუკეთესო გამოცდილებები კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის. მე მინდა სტატისტიკა მოგიყვანოთ, ჩინეთში გარდაცვალების მაჩვენებელი არის 1,4 %, იტალიაში 8,3% , სამხრეთ კორეაში 1,1%.

 

ჩვენ ვთავაზობთ, საზოგადოებას და ხელისუფლებას 3 – კომპონენტიან სტრატეგიას.

 

პირველი ეს არის, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა შეიძინოს 1 მილიონი სწრაფი ტესტი, ხოლო პისიარტესტი 200 ათასი.

 

მეორე, ისევე როგორც აშშ-ში მოხდა, უნდა გააუქმოს ყოველგვარი ზედმეტი მოთხოვნები კერძო ლიცენზირებული ლაბორატორიების მხრიდან ტესტების ჩატარებასთან დაკავშირებით.

 

მესამე, უნდა შეიმუშაოს კომპლექსური მექანიზმი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებში დიაგნოსტიკის, ტესტირების, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ადამიანების ტესტირება და დიაგნოსტიკა.

 

აქვე მინდა მივუთითო, ტესტების ფასი ჩინეთში, არის სწრაფი ტესტის 5 დოლარამდე, ხოლო პისიარტესტის 10 დოლარამდე.

 

რატომ ვამბობ ამას? არც ჯანდაცვის სამინისტრომ და მათ შორის, არც კერძო ლაბორატორიებმა არ გააკეთოთ სპეკულაცია ტესტების ფასებით,იმიტომ, რომ ეს ახლა არის დანაშაულის ტოლფასი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.

 

მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: ნინი ტაველიძე

X