23:50 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

საზოგადოებისთვის უცნობი მეუღლე და ორი შვილი – რა ვიცით საქართველოს სახალხო დამცეველის შესახებ

საზოგადოებისთვის უცნობი მეუღლე და ორი შვილი – რა ვიცით საქართველოს სახალხო დამცეველის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ, ბოლო დროს არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება. საზოგადოების ნაწილი მას გმირ ომბუდსმენს უწოდებს, ნაწილისთვის კი “პროვოკატორია“.

 

7 ივნისს, „ალტ-ინფომ” და ლევან ვასაძემ ომბუდსმენის ოფისთან აქცია გამართეს. ამით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სახალხო დამცველის როლი დაგმეს.

 

ნინო ლომჯარიას თანადგომა გამოუცხადეს, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოების ნაწილმა.

 

 

პატარა, კაფანდარა გოგო იყო ნინო ლომჯარია იურისტთა ასოციაციაში რომ შევხვდით პირველად. მართლა ძალიან პატარა იყო, არ მახსოვს რამდენი წლის, ოღონდ გასაუბრება რომ დავიწყეთ ისეთი სხივი ჰქონდა, თვალში არასოდეს დამავიწყდება.

 

ერთი წამით არ დავფიქრებულვარ, რომ იქ იმ კედლებში უნდა დამეტოვებინა. ახლა პატარა, კაფანდარა გოგო აღარ არის, მაგრამ ტელევიზორში როდესაც ვუყურებ, განსაკუთრებით როცა იღიმის, ის სხივი გაუელვებს ხოლმე თვალში და ზუსტად ვიცი, იმ მომენტში როგორი შეუპოვარი და დაუმარცხებელი ხდება”– წერს თინა ხიდაშელი.

 

სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი თამარ ჩუგოშვილმაც.

 

„ნინო ლომჯარია, ნეტავ ყველას ისე უყვარდეს თავისი ქვეყანა, როგორც შენ გიყვარს, იმის 1% მაინც აკეთებდნენ, რასაც შენ აკეთებ და ვისაც იოლი სამიზნე ჰგონიხარ, ნეტავ იცოდნენ როგორ ცდებიან“,- წერს თამარ ჩუგოშვილი.

 

თუმცა ომბუდსმენის მიმართ მწვავე განცხადებებს არ „იშურებს“ მეუფე იაკობი, რომელიც გუშინ ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დაინიშნა.

 

სულ არ მაინტერესებს რას წერს თავის იმაში, ვუყურებ როგორც დამნაშავეს, მაგასაც გამოვიკვლევ, რატო დუმდა ამდენი ხანი,- ამბობს მეუფე იაკობი.

 

აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს:

 

ასი წლის წინ აგორდა მ.უ.კ.ი., 30-იანებში უკვე მიხვდნენ, რომ ეკლესიების ნგრევა, გარყვნილება და სიფილისი პროგრესი არ არის… და ახლა ისევ რეგრესისკენ ექაჩებიან საქართველოს… სწორედ მაშინ ახალისებდნენ ყველაფერი ანტირელიგიურის შქმნას და კეთებას – მწერლობას, პოეზიას, მხატვრობას და ა.შ.. თეატრებში აიკრძალა კლასიკის დადგმა და ა.შ… – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

 

 

რა ვიცით ნინო ლომჯარიას შესახებ

 

ნინო ლომჯარიას ორი შვილი, 14 წლის ეკატერინე და 9 ნიკოლოზი ჰყავს. ხოლო, ომბუდსმენის მეუღლე შალვა ნეფარიძეა.

 

როგორ ახერხებს ნინო ლომჯარია პირად ცხოვრებას და წარმატებულ კარიერას ერთად ამის შესახებ ის ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს.

 

„მე მაქვს ძალიან დიდი მხარდამჭერა ჩემი მეუღლის მხრიდან, ის ყოველთვის მიქმინდა კომფორტს იმ თვალსაზრისით, რომ მე მემუშავა და არ მქონოდა საფიქრალი რა ხდება სახლში. ბევრმა ოჯახურმა საქმემ მის ხელში გაიარა, მაგრამ ამის გამო მას ჩემთვის არასოდეს შეუქმნია პრობლემები. არ მახსდენება, რომ ჩემთვის ესაყვედურა, რომ ვაკლებ ყურადღებას…“– ამბობს ლომჯარია ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

 

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარია 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. იქამდე ლომჯარია გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და მთავარ აუდიტად ირაკლი მექვაბიშვილის დანიშვნის შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშნული ნინო ლომჯარია, მაშინ არ ფლობდა არც უძრავ და არც მოძრავ ქონებას და ყველაფერი მისი მეუღლის სახელზე იყო რეგისტრირებული.

 

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ნინო ლომჯარიას „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე – 2 547 ლარი, ანაბარზე კი 9 658 ლარი ჰქონდა.

 

სახალხო დამცველს განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში. კერძოდ, ვაშინგტონის უნივერსიტეტი სენტ-ლუისში, მაგისტრის ხარისხი აშშ-ს სამართალში – 2011;

 

 

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი სამართალში – 2006.

 

ქმარმა ცოლს სასიკვდილოდ სცემა, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა
2021-06-15ქმარმა ცოლს სასიკვდილოდ სცემა, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

 

 

დეკლარაციიდან, რომელიც ნინო ლომჯარიამ 2021 წლის დასაწყისში შეავსო, ირკვევა, რომ უძრავ-მოძრავი ქონების უმეტესობა მისი მეუღლის სახელზეა.

 

სახალხო დამცველის საკუთრებაშია 2019 წელს 25000 $ შეძენილი მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში. 2020 წელს ნინო ლომჯარიას სახელფასო ანაზრაურებამ 67536 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ლომჯარიას ანაბარზე 18 000 ათას ლარამდე თანხა ფიქსირდება.

 

რაც შეეხება სახალხო დამცველის მეუღლეს, შალვა ნეფარიძე ფლობს 68 კვ.მ ბინას თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, ასევე მის საკუთრებაშია არასაცხოვრებელი ფართი – 125 კვ.მ ამავე ქუჩაზე. ომბუდსმენის მეუღლემ 2008 წელს, 20 000 დოლარად ბორჯომში, დაბა ბაკურიანში შეიძინა მიწის ნაკვეთი.

 

როგორც ირკვევა, ნინო ლომჯარიას მეუღლე, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს, იგი შ.პ.ს „იმედის“ 50%-ის მფლობელია, ერთი წლის განმავლობაში მან აღნიშნული შპს-დან ანაზღაურების სახით 12000 ლარი მიიღო.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ხმაურიანი განცხადებები, სკანდალები, დაპირისპირებები, ჭორები - ყველაფერი მეუფე იაკობის შესახებ
2021-06-15ხმაურიანი განცხადებები, სკანდალები, დაპირისპირებები, ჭორები - ყველაფერი მეუფე იაკობის შესახებ
  
ე.წ. კომენდანტის საათის დროს წყალტუბოში სასტუმრო „არგო“ დაარბიეს - ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი
2021-06-15ე.წ. კომენდანტის საათის დროს წყალტუბოში სასტუმრო „არგო“ დაარბიეს - ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი

ავტორი: Prime Time

X