00:07 | 2021-05-11 ავტორი: Prime Time

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა ჯერ არ ამოქმედდეს?! – როდის გვეცოდინება გადაწყვეტილება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შესაძლოა ჯერ არ ამოქმედდეს?!  – როდის გვეცოდინება გადაწყვეტილება

11 მაისს გახდება ცნობილი, ამოქმედდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს.

 

“ხვალ გვექნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, რომელიც ეხება კოვიდს და მასთან ბრძოლას. დღემდე ვახერხებთ იმას, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ სიტუაცია.

 

მესამე ტალღაა და მას ახასიათებს დადებითობის უფრო მაღალი მაჩვენებელი. პარალელურად, მთავარია, რომ წავახალისოთ ვაქცინაცია”, – განაცხადა თურნავამ.

ავტორი: Prime Time

X