
გერმანიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები მკაცრდება. დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას მგზავრები მხოლოდ „3G წესის“ შესაბამისად შეძლებენ. ეს არის აბრევიატურა Genesen, Geimpft, Getestet („გადაიტანა“, „ვაქცინირებულია“, „ტესტი აქვს გაკეთებული”). ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
თუ ავტობუსში ან ტრამვაის კონტროლის შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ მგზავრი ამ კრიტერიუმებიდან ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებს, ის იძულებული იქნება, სატრანსპორტო საშუალება უახლოეს გაჩერებაზე დატოვოს.
რკინიგზის კონცერნის Deutsche Bahn-ის ხელმძღვანელობამ „3G წესზე“ შემოწმება 23 ნოემბრიდან შემოიღო.
იგივე მოთხოვნები დღეიდან ეხება მათ, ვინც ოფისიდან მუშაობს.
ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის 66 884 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს გამოვლენის კუთხით ახალი ანტირეკორდი გახდა.
ბოლო დღე-ღამეში 335 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში 99 768 პაციენტი გარდაიცვალა.
ამგვარად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის 5 497 795 შემთხვევა დადასტურდა.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:























