20:12 | 2020-09-14 ავტორი: თამარ გონგაძე

სელებრითების ფოტოსესია გიორგი გახარიასთან – ფოტოები

სელებრითების ფოტოსესია გიორგი გახარიასთან – ფოტოები

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციაზე, რომელიც მთაწმინდის პარკში, ფულიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 სექტემბერს ჩატარდა, ქართული ბომონდის და შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ოცეულის წარდგენის ცერემონიალზე დასწრებით თავიანთი სიმპათია გამოხატეს – მსახიობებმა, მომღერლებმა, პროდიუსერებმა… მოგვიანებით ზოგიერთმა მათგანმა პრემიერ-მინისტრთან სელფის გადაღებაც მოახერხა და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოფინა. მათ შორისაა ნუცა ბუზალაძე, რომელმაც გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული მხიარული სელფი “ფეისბუქზეც” ატვირთა და “ინსტაგრამზეც”.

 

 

 

სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა მუსიკალურმა პროდიუსერმა ნატო დუმბაძემაც. მასთან ერთად ფოტოზე არიან კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე და მომღერალი ბაბი კირკიტაძე.

 

No description available.

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X