
განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. როგორც მან გეგმის წარდგენის დროს განაცხადა, მასწავლებლები ექიმებთან ერთად ვირუსის დროს წინა ხაზზე იბრძოდნენ.
„აკადემიური წელი არ მოხდება. სემესტრი შედგა. მოსწავლეები გადავლენ შემდგომ კლასებში, სტუდენტები გადავლენ შემდგომ კურსებზე.
ეს არის საგანმანათლებლო სფეროს დამსახურება. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს და პროფესორებს.
ისინი ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.






















