
სენაკი-ხორშის გზაზე ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში დაჭრეს.
შემთხვევა სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ის მედიასთან არც დაჭრის მიზეზებზე საუბრობს და არც იმ პირის ვინაობაზე, ვინც ის დაჭრა.
იგი ასევე უარყოფს დაპირისპირებასაც. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლებით. Მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: თეა შონია























