12:54 | 2021-12-07 ავტორი: Prime Time

სენაკში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა, მამა უმძიმეს მდგომარეობაშია

სენაკში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა, მამა უმძიმეს მდგომარეობაშია

კორონავირუსმა სენაკის სოფელ, ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილ ჯავახიების სიცოცხლე იმსხვერპლა. რამაზ ჯავახია 40 წლის იყო, ხოლო დედა მარინე-62 წლის.

 

სოფლის რწმუნებულის გოგა ქორიძის თქმით, 40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო დედა – თბილისში.

 

„მათი მდგომარეობა მძიმე იყო, მამაც უმძიმესია. როგორც ვიცი აცრილები არ იყვნენ. რამაზი გაზის დისტრიბუციაში მუშაობდა, ძალიან კარგი ოჯახი. რა სამწუხაროა, მერამდენე ოჯახი ემსხვერპლა ამ მძიმე სენს“,-გვითხრა სოფლის რწმუნებულმა.

 

დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X