00:37 | 2020-05-31 ავტორი: Prime Time

სენაკში პირველი ავტომანქანის ძეგლს რკინიგზის სადგურზე დადგამენ

სენაკში პირველი ავტომანქანის ძეგლს რკინიგზის სადგურზე დადგამენ

სენაკში, სადგურის მოედანზე, პირველი ავტომანქანის ინსტალაციის დადგმის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ მანქანის მაკეტი მოთავსდება მინის კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

 

„შენობა გარედან იქნება შემინული 1 მეტრის სისქის გამომწვარი შუშით. ექნება კარები და დამთვალიერებელს შეეძლება შიგნით შესვლა, სადაც მანქანა იქნება მოთავსებული. გარეთ კი იქნება წარწერა – ინფორმაცია მანქანის შესახებ“, – ამბობს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი თეიმურაზ კუბეცია.

 

ლენინის ბიუსტი ზუგდიდის სოფელში, რომელიც მაცხოვრებლების თქმით ჩრდილოეთისკენ იყურება
2020-05-30ლენინის ბიუსტი ზუგდიდის სოფელში, რომელიც მაცხოვრებლების თქმით ჩრდილოეთისკენ იყურება

 

პირველი ავტომანქანა, ისტორიული ცნობებით, საქართველოში სენაკში მცხოვრებმა აზნაურმა ვარლამ გვათუამ 1901 წელს ჩამოიყვანა.

 

1908 წლის 30 ოქტომბერს გამოცემული „სავაჭრო გაზეთი“ იუწყება, რომ ავტომანქანა იყო პირველი საზოგადოებრივი მექანიკური ტრანსპორტი სენაკი-ზუგდიდის გზაზე.

 

მისი ფასი ერთი მანეთი და ოცი კაპიკი ყოფილა. ოცი კაპიკით მეტი, ვიდრე დილიჟანსი და ეტლი.

 

მანქანა სავარაუდოდ „როლს როისის“ მარკის იყო, რომლითაც მგზავრობა 12 ადამიანს შეეძლო.

 

მოძრაობდა დაახლოებით 25 კილომეტრ საათის სიჩქარით. ასევე ისტორიული წყაროებით,მანქანას საბურავებიც კი დაუშვეს და ვინაიდან აქ საბურავები არ იშოვებოდა, საფრანგეთიდან მის ჩამოსვლას ორ თვეს ელოდნენ.

 

პირველი მანქანისთვის ძეგლის დადგმა სენაკში 2018 წელს გადაწყვიტეს. მანქანის კონსტრუქციის დასდგმელად კი რკინიგზის სადგურის ტერიტორია საჯარო განხილვების შემდეგ გადაწყდა.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X