18:20 | 2021-01-31 ავტორი: Prime Time

სენაკში შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა

სენაკში შვილის მიერ დაჭრილი დედის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა

პოლიციამ დედის დამამძიებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მარტვილში 27 წლის ახალგაზრდა დააკავა.

 

მეზობლების ინფორმაციით, შვილმა დედა სენაკში ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ დაჭრა, როცა 45 წლამდე ქალი დასთან სენაკში მშვიდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში იმყოფებოდა.

 

ქალი სენაკში კლინიკა სენამედში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

დაჭრილი ქალი ოჯახთან ერთად მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში ცხოვრობს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ავტორი:თეა შონია

 

ავტორი: Prime Time

X