13:38 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

სექსი და გემრიელი საჭმელი ღვთაებრივი სიამოვნებაა – რომის პაპი

სექსი და გემრიელი საჭმელი ღვთაებრივი სიამოვნებაა – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ თანამდროვე კათოლიკური ეკლესია სექსისგან სიამოვნების მიღებას არ კიცხავს, – ამის შესახებ რომის პაპმა იტალიელ მწერალსა და საზოგადოებრივ მოღვაწეს, კარლო პეტრინის განუცხადა.

 

რომის პაპის თქმით, ადამიანს საჭმელი იმიტომ სჭირდება, რომ ჯანმრთელი იყოს, ხოლო სექსუალური სიამოვნება სიყვარულს უფრო ლამაზს ხდის და ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას უზრუნველყოფს.

სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ! - კანადის მთავარი ექიმი
2020-09-03სექსის დროს პირბადე გაიკეთეთ! - კანადის მთავარი ექიმი

 

„სიამოვნება უშუალოდ ღმერთისგან მოდის.

 

სიამოვნება არ არის კათოლიკური ან ქრისტიანული ცნება. სიამოვნება უბრალოდ ღვთაებრივია.

 

კათოლიკური ეკლესია ყოველთვის გმობდა არაადამიანურ, უხეშ და უხამს სიამოვნებას, თუმცა უბრალო, ადამიანური და ზნეობრივი სიამოვნება ყოველთვის მისაღები იყო.

 

გადაჭარბებული მორალი, რომელიც გრძნობებს უარყოფს, ქრისტიანული გზავნილის არასწორი გაგებაა“, – ამბობს რომის პაპი.

ავტორი: Prime Time

X