22:53 | 2021-03-11 ავტორი: Prime Time

სექსიც აღარ შეგიძლიათ, თქვენი დედაც ბოლო-ბოლო რაა – გოგი წულაია სამხარაძის პოსტზე

სექსიც აღარ შეგიძლიათ, თქვენი დედაც ბოლო-ბოლო რაა – გოგი წულაია სამხარაძის პოსტზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია “ოცნების” წევრის, დიმიტრი სამხარაძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება..

 

დიმიტრი სამხარაძეზე რატო უნდა გავაკეთო ახლა კომენტარი, ვინ სიკვდილია.. თურმე დეპუტატი ყოფილა. რომ გავიგე, ავტატე ხელები, ვააჰ ერთგულო საქართველო, საით მიექანები, რა გინდა ბიძინა..

 

დიმიტრიზე რა უნდა ვილაპარაკო, არაფერსაც არ ვილაპარაკებ. იმდენიც არ იცის მაგ უტვინომ, მაგით ქულებს თუ დამიწერს, თორე მეტს რას დამაკლებს ახლა… თქვენ გაგიხმათ თავი.

 

ნახეთ ვიდეო ↓ გოგი წულაია სექსი თქვენ არ შეგიძლიათ და რას მაგინებთ

 

 

 

დროშის დაკიდება თქვენ არ იცით, ასფალტის დაგება თქვენ არ იცით, რომ იგინებით, სექსიც აღარ შეგიძლიათ, თქვენი დედაც ბოლო-ბოლო რაა.. რას იგინები, რაის თავი გაქვთ, თქვე მათხოვრებო, – თქვა წულაიამ გადაცემაში “დღის სტუმარი”.

 

ცნობისთვის, “ოცნების” დეპუტატმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა დიმიტრი სამხარაძემ, Facebook-ის პირად გვერდზე გოგი წულაიას აგინა და ფბ-მეგობრებსაც იგივე მოუწოდა.

 

სამხარაძის მოწოდებას აქტიურად ითვალისწინებდნენ მისი ფბ-მეგობრები, რომლებიც სოციალურ ქსელში წულაიას უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, ლანძღავდნენ და აგინებდნენ. მოგვიანებით, სამხარაძემ ეს პოსტი წაშალა.

ავტორი: Prime Time

X