14:13 | 2020-05-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყანა შეძლებს დღეში 10 000 PCR ტესტირების ჩატარებას – გახარია

სექტემბრის ბოლოსთვის ქვეყანა შეძლებს დღეში 10 000 PCR ტესტირების ჩატარებას – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებას მიღებული აქვს დავალება, რომ შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე ქვეყანას შეეძლოს დღის განმავლობაში 10 000 PCR ტესტის ჩატარება.

 

როგორც პრემიერმა პარლამენტში კორონავირუსის შესახებ ანგარიშს წარადგენისას განაცხადა, დღეისათვის ყოველდღიურად საშუალოდ 25000 ტესტი ტარდება, უახლოეს პერიოდში კი ამ რაოდენობის 3 000-მდე გაზრდა იგეგმება.

 

მისივე განმარტებით, საწყის ეტაპზე ოქროს სტანდარტის მხოლოდ 72-75 ტესტი ტარდებოდა.

 

 მნიშვნელოვანი სიახლე - დღეიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას მოახდენს
2020-05-27 მნიშვნელოვანი სიახლე - დღეიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას მოახდენს
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ეკონომიკის ამოქმედებას, აქ პარალელურად პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ამას მიჰყვება, როგორც ჯანდაცვის სისტემის მზაობა, ასევე ლაბორატორიული ქსელების მზაობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე გამოდის ანგარიშით, თუ როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

 

ნახეთ, ჩამონათვალი, რა შეზღუდვები იხსნება მომავალი ორი კვირის განამვლობაში:

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს

 

მიკროავტობუსებით გადაადგილება დასაშვები ხდება

 

როდიდან ამუშავდება სასტუმროები – გახარია თარიღს ასახელებს

 

ნახეთ, როდის იხსნება რესტორნები

 

ორშაბათიდან მოლები გაიხსნება – გიორგი გახარია

 

შეზღუდვები იხსნება, თუმცა… – რის უფლება არ გვეძლევა ჯერ

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X