13:28 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

სერიოზულ უბედურებაში ვართ – ექიმი ნარკოდამოკიდებული ბავშვების მძიმე ისტორიებს ჰყვება

სერიოზულ უბედურებაში ვართ – ექიმი ნარკოდამოკიდებული ბავშვების მძიმე ისტორიებს ჰყვება

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ამბობს, რომ მოზარდებში ნარკოდამოკიდებულება ძალიან გახშირდა.

 

ნარკოლოგი შეშფოთებულია ბოლო ორი კვირის განამვლობაში მასთან მისული პაციენტების დიაგნოზით, რომლებიც პატარები არიან და სერიოზული აშლილობა სჭირთ.

 

„სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს“ - მეგობრები სანზონაში მოკლულ მოზარდს ემშვიდობებიან
2021-12-05„სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს“ - მეგობრები სანზონაში მოკლულ მოზარდს ემშვიდობებიან

 

„დავწერე, წავშალე ბევრჯერ არ ვიცი რა ხდება ჩვენ თავს ასეთი უბედურება. ერთი კვირა დასტრესილი დავდივარ და არ ვიცი რა გავაკეთო, რა მოვიმოქმედო, ვის ვუთხრა რა გამოსავალი არის ამ სიტუაციიდან. მე თუ კიდე რამე გამაკვირვებდა არ ვიცოდი იმდენი რამე მაქვს ნანახი, მაგრამ ეს ორი კვირაა ისე დაემთხვა, რომ რამოდენიმე პაციენტი ვნახე, ძაან პატარები ასაკით, ნარკოტიკზე დამოკიდებული, უმძიმესი დამოკიდებულების ფორმის ქცევის და პიროვნული აშლილობებით, ზოგის ისტორია მოვისმინე და მივხვდი რომ ძალიან სერიოზულ უბედურებაში ვართ, ხვალ კიდე უარესი გველის, ეს არ გაჩერდება მე მგონი და არც ვიცი რა უნდა გავაკეთოთ.

 

რისი ბრალია მკითხვათ – კი აი იმის, რაც ხდება, სრული ქაოსი ქუჩაში, სახლებში დანგრეული ოჯახები, გაურკვევლი ქცევა, რომელიც რას გავს არ ვიცი, რა სახელი დავარქვა, ბულინგი, აგრესია ვითომ მოჩვენებითი თავისუფლება.

 

ხალხო, ეს ბავშვებს ჭირს 15, 18 19 წლის ბავშევბს! არ ვიცი რა უნდა გავკეთოთ, მე ცოტა შევიშალე მგონია ამის მოსმენით და ყურებით და არც ვიცი როგორ უნდა დავეხმარო, ოღონდ მართლა. ერთი ვიცი, ზუსტად, რომ თუ ქვეყანაში ცოტა არ დალაგდა სიტუაცია, არ დამთავრდა ეს გაურკვევლობა და არ მიეხედა საზოგადოების მენტალურ ჯანმრთელობას, ეს ძაან მძიმე შედეგებს მოგვიტანს შემდეგ 5 წელიწადში, აღარაფერს ვამბობ პანდემიის შედეგებზე, რომელიც კიდევ წინ გვაქვს პოსტკოვიდურ პერიოდში – ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ქცევითი და ფსიქიკური აშლილობები – ეს კიდევ წინ გვაქვს, პირველად სასოწარკვეთილი ვარ და მართლა არ ვიცი, რა უნდა ვუშველოთ ამას ყველაფერს, ბეწვის ხიდზე დავდივართ. ჩვენი შვილების და შვილიშვილების ჯანმრთელობაზეა საუბარი, მენტალურ ჯანმრთელობაზე“,- წერს ნარკოლოგი.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X