
შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თათია შარანგიას ინსტაგრამის „სთორში“ საკუთარ შვილებზე საუბრობს.
მერაბიშვილის თქმით, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გაიცნო შვილები და აღმოაჩინა, რომ ისინი პიროვნებები არიან.
„სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს ჩემი შვილი ჩემს თვალში. აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს პოლიტიკურ ხედვებზე, სანდესის მხარდამჭერია.
კანდიდატურა რომ მოიხსნა დარდიანია, რეიგანიც არ მოწონს და ვეუბნები რეიგანი რომ არ ყოფილიყო, ის იქნებოდა ახალციხეში.
როცა ვუხსნი, რომ ბოროტება იყო საბჭოთა კავშირი, მისთვის გაუგებარია და უფრო აქტუალურია ამერიკაში იარაღით ვაჭრობის თემა
.
ეს ნორმალურიცაა, ის ნორმალურ საზოგადოებაში ცხოვრობს, ამერიკაში სარეჟისოროზე სწავლობს და ზოგჯერ დავცინი კიდეც რომ მტრის ბანაკშია, რადგან რადიკალური დემოკრატიის მხარდამჭერია“,-თქვა ვანო მერაბიშვილმა.






















