10:22 | 2020-03-13 ავტორი: Prime Time

სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა

სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა

სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, ბანკი სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.

 

საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.

 

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.

 

დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“ – წერია ბანკის განცხადებაში.

 

სესხების გადავადების გადაწყვეტილება გუშინ საქართველოს ბანკმაც მიიღო.

 

მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ
2020-03-13მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოს ბანკის სესხი მაისამდე გადაავადონ
 
საქართველოს ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს
2020-03-13საქართველოს ბანკი ფიზიკურ პირებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

ავტორი: Prime Time

X