
ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხი მეორედ დაისეტყვა. სეტყვა დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა და ამ წუთის ინფორმაციით, სოფლები, გიორგეთი, კაკლიანი და ბაღდათი დააზარალა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, სეტყვამ კვლავ სასოფლო- სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
სოფელ კაბალში დატბორილია საუბნო გზები და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. დასეტყვილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი შაშიანიც.
სპეციალური ჯგუფი დაზარალებულ სოფლებში ვითარებას ადგილზე შეისწავლის.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 29 აპრილსაც დაისეტყვა. სტიქიამ რამდენიმე სოფელში ნათესები, ვენახები , სათბურები და ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. სოფელ კაბალში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
29-30 აპრილს მოსულმა სეტყვამ კახეთის ოთხი მუნიციპალიტეტი დააზარალა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















