22:17 | 2021-07-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„შაბათს თბილისში მივფრინავ“ – რა მიზნით ჩამოდის პრაიდის ელჩი ამსტერდამიდან

„შაბათს თბილისში მივფრინავ“ – რა მიზნით ჩამოდის პრაიდის ელჩი ამსტერდამიდან

პრაიდის ელჩი, ჰანს ვერჰოვენი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დღეს თბილისს ეწვევა. ამის შესახებ თავად ლგბტქ აქტივისტმა და პრაიდის ელჩმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გუშინ დაწერა. 

“, რომ თბილისი პრაიდს შევუერთდე. ჩემი უშუალო ჩართულობით ზეწოლას მოვახდენთ მთავრობაზე, რათა 5 ივლისს, “ღირსების მარშის” დაცვა უზრუნველყოს.

 

მოვუწოდებ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, სიგრიდ კააგს დაუკავშირდეს თავის ქართველ კოლეგას და მოუწოდოს მას უზრუნველყოს სათანადო უსაფრთხოება.” – წერს პრაიდის ელჩი.

 

ცნობისთვის, ამსტერდამის ელჩმა თბილისის მერს, კახი კალაძეს პრაიდის უსაფრთოდ ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. მან ქართველ კოლეგას ღია წერილით მიმართა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X