19:10 | 2021-07-05 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შალვა კეკელიას ჰკითხეთ, გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო, თუ იღებს პასუხისმგებლობას – დეკანოზი თამაზ ლომიძე

შალვა კეკელიას ჰკითხეთ, გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო, თუ იღებს პასუხისმგებლობას – დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე „თბილისი პრაიდზე“ ძალადობრივი ჰომოფობიური ჯგუფების აქტივობას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ამ ყველაფრის მწარე ლოგიკური შედეგი უფრო დიდი გაჭირვება, შიმშილი და უპერსპექტივობაა, რისთვისაც ერი უნდა მოემზადოს.

 

„რა საერთო აქვთ ამ მოძალადეებს და მათ წამხალისებლებს ქრისტესთან ან ქრისტიანობასთან? – სრულიად არაფერი. ამათ რეალურად არც სარწმუნოება ადარდებთ და არც ზნეობა, მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტიქტებით, გაუცნობიერებელი შიშებით და ვნებებით არიან მართულნი ველურებივით. ადამიანზე მოძალადე არასდროს არის ღმერთისკენ და ღმერთისთვის, ეს გამორიცხულია.

 

ბრბო ამოვიდა, ჟურნალისტს თმებში წვდნენ - დაშავებული ოპერატორი (ვიდეო)
2021-07-05ბრბო ამოვიდა, ჟურნალისტს თმებში წვდნენ - დაშავებული ოპერატორი (ვიდეო)

 

გონებაჩლუნგებმა დღემდე ვერ შეიგნეს, რომ წახალისებული ძალადობა უფრო უარეს და დიდ ძალადობას და ქაოსს იწვევს. მძიმეა, მაგრამ მოემზადეთ ქვეყანაში უფრო დიდი გაჭირვებისთვის, შიმშილისთვის, უპერსპექტივობისთვის, ჩაკეტილობისთვის, მონობისთვის და უბედური ცხოვრებისთვის. როცა ქვეყანაში ძალადობა წახალისებული და შეწყნარებულია, ეს იქნება ამის მწარე ლოგიკური შედეგი.

 

P.S. პოპულარულ მღვდელ შალვა კეკელიას ჰკითხეთ გუშინდელი საბრძოლო მოწოდებების გამო თუ იღებს პასუხისმგებლობას ნაცემი და დასისხლიანებული, მშვიდობიანი ადამიანების წინაშე“, – წერს დეკანოზი.

 

VIDEO: საცობია თბილისის შემოსასვლელთან, მთელი საქართველო დაიძრა, ხვალ რომ ყველა აქციაზე ვიყოთ - მამა შალვა კეკელია
2021-07-04VIDEO: საცობია თბილისის შემოსასვლელთან, მთელი საქართველო დაიძრა, ხვალ რომ ყველა აქციაზე ვიყოთ - მამა შალვა კეკელია

 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე ქაოსი და არეულობაა – “თბილისი” პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები თავს ესხმიან ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. ისინი თავს დაესხნენ “კურიერის” გადამღებ ჯგუფს და ფიზიკურად გაუსწორდნენ “რუსთავი 2”-ის ოპერატორს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X