
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მაიკ პომპეო მისი მეგობარია და არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება ვინმემ ან რამემ იმოქმედოს,- ამის შესახებ ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მაიკ პომპეო სხვისი გავლენის ქვეშ ვერ მოექცევა.
„პომპეოს დაშანტაჟება ძალიან ძნელია და შეიძლება, ითქვას, შეუძლებელი. ბატონ პომპეოს, როდესაც იყო კანზასის კონგრესმენი ვაშინგტონში, ხშირად ვხვდებოდი, ჩვენ ვმეგობრობთ. არ არის ის პიროვნება, რომელზეც შეიძლება, რამემ ან ვინმემ იმოქმედოს. თუ საჭიროდ ჩათვლის, შეხვდება ოპოზიციას, თუ არ ჩათვლის საჭიროდ, არ შეხვდება, მაგრამ ინფორმაციას მიიღებს სრულად“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბრს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პატრიარქს. მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს.
ნახეთ დეტალურად: მაიკ პომპეო და საქართველო – გზავნილები და განცხადებები 2018 წლიდან დღემდე






















