
ვპირდები რეჟიმს, ისინი მშვიდად ვერ დაიძინებენ, ვიდრე არ გაუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს, – აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებთან.
ნათელაშვილის თქმით, ოპოზიცია აქციებისა და პიკეტირების მომხრეა და ვითარება შეიძლება დაიძაბოს, თუმცა ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რადგან ისინი არ ათავისუფლებენ ნიკა მელიას.
„გადაწყვეტილებებს ვიღებთ სრული კონსენსუსით. რომელიმე მხარე თუ არ დაეთანხმება, არ გააკეთებს იმას და დამთავრდება. ამით არაფერი არ იცვლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ პიკეტირებებს, აქციებს, მეტ აქტიურობას, „ექშენს“. ვპირდები რეჟიმს, ისინი მშვიდად ვერ დაიძინებენ, ვიდრე არ გაუშვებენ პოლიტიკურ პატიმრებს და არ გამოაცხადებენ ახალ არჩევნებს. პიკეტირება შეიძლება, მოენატროთ ხვალ და ზეგ, დაძაბულობა სიტუაციის უკვე იქნება მათ კისერზე და მათ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო დაამძიმებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვდება. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.






















