
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აშშ-ის ყველაზე გავლენიანი სენატორი მისი მეგობარია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ავტორიტეტულმა სენატორმა. ტედ კრუზმა, ჩემმა მეგობარმა სხვა სენატორებთან ერთად, ამერიკის მთავრობაში დასვა საკითხი, რათა შეისწავლონ ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა რუსეთიდან მართვადობისა და ირანულ-ისლამურ რეჟიმთან უკანონო ურთიერთობების ხაზით,“ – აცხადებს ნათელაშვილი.























