
„კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება“,- ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ფოტოებს აზიარებს, სადაც კახი კავსაძე ბიძინა ივანიშვილს ესალმება.
ნათელაშვილი კახი კავსაძეს მლიქვნელ მსახიობს უწოდებს.
„კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ათასმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისაგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები“,- წერს შალვა ნათელაშვილი.























