22:42 | 2020-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“შალვა ნათელაშვილო, პასუხი მოგეთხოვება” – თავდასხმას მსახიობები პასუხობენ

“შალვა ნათელაშვილო, პასუხი მოგეთხოვება” – თავდასხმას მსახიობები პასუხობენ

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში კახი კავსაძის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს გულითადად ესალმება. პოლიტიკოსი ფოტოს ასეთ პოსტს ურთავს:

 

“კარგია ივანიშვილის ბაგაზე გარანტირებული კვება. რამდენმა ასეულმა ადამიანმა ვერ მიაღწია მაგ ასაკს შიმშილისგან, თუმცა ივანიშვილს მათთვის ლუკმაც არ მიუწვდია, რადგან არ ყოფილან მლიქვნელი მსახიობები” – წერს ნათელაშვილი “ფეისბუქზე”.

 

მსახიობების წინააღმდეგ ლეიბორისტის ამგვარ გამოსვლას, “იმედის” ეთერით, ნანა ფაჩუაშვილი და ნანული სარაჯიშვილი ეპასუხებიან.

 

ნანა ფაჩუაშვილი: – რა გაუკეთებია შალვა ნათელაშვილს ხელოვანი ხალხისათვის, გარდა იმ საზიზღარი გამონათქვამებისა, რასაც ამბობს, მე არ მახსოვს. თეატრის კარიც არ შემოუღია, ნამდვილად. კახი კავსაძეზე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ მისი შრომით აქვს ხალხის სიყვარული მოპოვებული, ამის თქმა, აღმაშფოთებელია.

 

პირველად ქართული კინოს ისტორიაში -
2020-09-10პირველად ქართული კინოს ისტორიაში - "შინდისის" მონტაჟისთვის ლევან კუხაშვილმა პრიზი აიღო

 

 

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს მისი სუბიექტური დამოკიდებულებაა. ბიძინა ივანიშვილმა ათეულობით თეატრს ახალი სიცოცხლე მისცა. და ჩვენ მალიერების გამოხატვის უფლება არ გვაქვს?

 

 

მე არ მაქვს ბევრი თანამდებობის პირების სიკეთეები დავიწყებული, მაგრამ როგორც ბატონი ბიძინა ემსახურა ქართულ კულტურას ქველმოქმედებით, სხვა მილიონერებისგან, არავისგან არ მახსოვს არა თუ ამხელა, იოტისოდენა დახმარებაც.

 

 

ნათელაშვილს არ აქვს ამის თქმის უფლება. მოდი, კახი კავსაძის სახლი ვნახოთ, სად და როგორ პირობებში ცხოვრობს ეს ხანდდაზმული ადამიანი და მერე ვნახოთ ნათელაშვილი როგორ ცხოვრობს.

 

2020-09-09"ყველას მაგივრად გვსჯით? ახლა გვეუბნებით, რომ ნოემბრამდე გადაიდო თეატრების გახსნა?" - ნანკა კალატოზიშვილი

 

 

 

ნანული სარაჯიშვილი: – ეს პირველი შემთხვევა არ არის. უკვე მერამდენედ გვაყენებს შეურაცხყოფას პირადად შალვა ნათელაშვილი. ამისთვის აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი. ბოღმა და შეუმდგარი პოლიტიკოსია, მე ასე შევაფასებ მას. პასუხს აუცილებლად ვაგებინებთ. შალვა ნათელაშვილო, პასუხი მოგეთხოვება.

ავტორი: თამარ გონგაძე

X