
ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი რ.მ.
მოკლული ქალის ძმა, უცხოურ გამოცემასთან საუბრისას შანაის საქართველოში ცხოვრების შესახებ საუბრობს და ყვება, რომ მის დას საქართველო უყვარდა.
„შანაის უყვარდა საქართველო. მისი ბუნების, კულტურისა და ხალხის გამო. ჩვენ უშუალოდ ვნახეთ მწუხარება და პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელსაც განიცდის ქართველი ხალხი და ჩვენს ოჯახს არ აქვს ცუდი განცდა მათ მიმართ. შანაე ბედნიერი იყო, ” – ამბობს მოკლული ქალის ძმა, ტისონ ედვარდსი.
მან ასევე მადლიერება გამოხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქტიურად იყო ჩართული შანაი ბრუკის ცხედრის მოძიებაში.
„ესენი არიან შანაის ერთგული მეგობრები თბილისში, რომლებმაც ასე სწრაფად განგაში ატეხეს და კოორდინაცია გაუკეთეს დაუღალავ ძებნას, შექმნეს მოხალისეთა ჯგუფები და ასევე პოლიცია, რომელიც მუშაობდა ჩვენი საყვარელი გოგოს მოსაძებნად – ჩვენ ძალიან მადლიერები და მოვალეები ვართ. მადლობა ყველას“, – აცხადებს მოკლული ქალის ძმა.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ავსტრალიელი პედაგოგის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია.
მოქალაქეებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს. ავსტრალიელ ტურისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს 30 ივლისს, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
დაკარგულის შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც გუშინ საღამოს, შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს, ტურისტს მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
ტურისტს საგანგებო სიტუაციების სამსახურის 100-მდე მეხანძრე-მაშველი და ათობით უცხოელი და ქართველი მოხალისე ეძებდა. თავდაპირველად, საპოლიციო უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ასევე დაგაინტერესებთ:























