17:01 | 2020-07-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა – ადვოკატი 

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ გიგა ტატიაშვილს ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა – ადვოკატი 

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ დაუშვეს.

 

წარმატებას, რომ მივაღწევ, არ მინდა მდიდარი ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო - „შაქარას“ მეგობრები იხსენებენ
2020-07-11წარმატებას, რომ მივაღწევ, არ მინდა მდიდარი ვიყოო, იმიტომ, რომ სხვას არ აქვსო - „შაქარას“ მეგობრები იხსენებენ

 

გიორგი ყიფშიძემ აცხადებს, რომ ტატიშვილს უფლებები შეეზღუდა და მომხდარს ახსნა არ აქვს.

 

„ფაქტია, რომ მისი უფლებები შეიზღუდა. რა შეიძლება ყოფილიყო ხელისშემშლელი იმის, რომ გაეყვანათ ეროვნულ გამოცდებზე? – ახსნა ამას არაფერი არ აქვს, აბსოლუტურად არაფერი.

 

მიზეზი არ არსებობს, ეს არის უფლებების შეზღუდვა, მეტი არაფერია აქ ჩადებული. ერთი წელი წაართვეს კაცს ცხოვრებიდან”, – განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X