15:33 | 2020-07-16 ავტორი: Prime Time

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექსპერტიზაზე გადაჰყავთ

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკევებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ გლდანის ციხიდან ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. ამის შესახებ დაკავებულის ინტერესების დამცველმა გიორგი გელხაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ემოციური ჩანაწერი: „მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს!“ - გოგონა, რომლის გამოც შაქარას გაბეჩავას წვეულებაზე წასვლა უხაროდა
2020-07-16ემოციური ჩანაწერი: „მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს!“ - გოგონა, რომლის გამოც შაქარას გაბეჩავას წვეულებაზე წასვლა უხაროდა

 

გელხაურის თქმით, ზ.ხ მზად არის ითანამშროლოს საგამოძიებო უწყებასთან. ამასთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 19 ივნისის ღამეს კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მას დაზიანებები არ აქვს.

 

„მოგეხსენებათ, რომ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ მომხდარი კონფლიქტიდან გამომდინარე გამოძიება მიმდინარეობს და დანიშნული არის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ განგვიცხადეს, რომ ექსპერტებმა გამოთქვეს სურვილი მოხდეს დაკავებულის ვიზუალური დათვალიერება, ხომ არ აღენიშნება მას რაიმე დაზიანება ან კვალი, რომელიც შესაძლოა მიიღო იქ ხიდთან მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე.

 

როგორც მოგახსენებთ, ჩვენ თანხმობას ვაცხადებთ ყველანაირ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან, მზად ვართ, რომ ასევე ამ ექსპერტიზის შემოწმებაზეც მივიღოთ მონაწილეობა.

VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა
2020-07-14VIDEO: როცა თამაში გექნება, გასვლამდე ეს სიტყვები თქვიო… მეგობარი შაქარას სიტყვების გახსენებისას ატირდა

 

შესაბამისად ვაძლევთ უფლებას, რომ დაათვალიეროს ექსპერტმა ზ.ხ და შემდეგომ უკვე ხელი შევუწყოთ ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას, რასაც დღეს აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

ჩემი ინფორმაციით და როგორც, მე ზ.ხ-მ განმიცხადა, მას არანაირი ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია 19 ივნისს მიმდინარე კონფლიქტთან მიმართებაში, არ უჩხუბია და არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად მას აქედან მიღებული დაზიანებები არ აქვს“, – აცხადებს გიორგი გელხაური.

ავტორი: Prime Time

X