16:33 | 2020-08-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონებს FBI იკვლევს

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონებს FBI იკვლევს

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონები FBI-შია გადაგზავნილი, – ამის შესახებ შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს.

 

„როგორც ვიცი, ტელეფონები FBI-ში არის გადაგზავნილი, სათანადო ლაბორატორიაში, კვლევისთვის. იქიდან წაშლილი შეტყობინებების აღდგენასთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს“, – ამბობს ნიკოლაძე.

 

არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს! - გიორგი შაქარაშვილის ბიძა
2020-08-11არანაირი პრეტენზია გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს! - გიორგი შაქარაშვილის ბიძა

 

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების პროცვესში საქართველომ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს და ისრაელის შესაბამის უწყებებს მიმართა.

 

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. საუბარია „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში მყოფ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ნაპირთან სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X