
შატილის გზაზე საზარელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ტური იყო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აწყობს ტურებს.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 12, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება და მაშველები სხვა შესაძლო მგზავრებს ეძებენ. შესაბამისად, არ არის გამორიცხული დაშავებულთა, ან გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდოს.























