
შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულთა შორის კომპანია „სისაურის“ დირექტორი, 68 წლის დავით სისაურიც არის.
მას გადასასვლელ ხიდთან სახინკლე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, კომპანიის კიდევ ორი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ შატილის ტურზე წასვლას დავით სისაურის შვილი და შვილიშვილიც აპირებდნენ, თუმცა გადაიფიქრეს.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი შედარებით გაუმჯობესდა.























