
იგეგმება თუ არა „ასტრაზენეკას“ გამოყენების შეჩერება – ამას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს:
„სანამ აქ შემოვიდოდი, მიმდინარეობდა იმუნიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, გდაწყვეტილებები არ მიგვიღია, 19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული კომიტეტების სხდომა სამინისტროში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას.
იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტზე, სადაც ჩვენი ცნობილი ექიმები და მეცნიერები შედიან, განვიხილავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ვაქცინაციის შემდეგ ახალციხეში მედდა კომაში ჩავარდა. აცრის შემდეგ 27 წლის ქალს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შემდეგაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა გახდა გართულების გამომწვევი მიზეზი.























