
შედეგი ამ ვინი პუჰივით ექიმს თქვენზე უკეთესი აქვს – ამ შინაარსის პოსტს ოპოზიციის წევრი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს დაქრთველ ექიმებს იცავს.
„მიღწევა განისაზღვრება შედეგით ! როცა ჩემი შედეგი შენსაზე 10-ჯერ (!!!) უკეთესია, ტვინს ნუ მიბურღავ და ჭკუას ნუ მასწავლი. მიხედე შენი 10-ჯერ უარესი შედეგის გამოსწორებას.
კარგი ექიმია რატიანი თუ ცუდი, სწორად მკურნალობს პაციენტებს თუ არა, ამაზე მისი შედეგები მეტყველებს. თან, ტიპი არც არავის აპანიკებს და არც ამადლის თავის შრომას, ჰოდა აცადეთ რაა…
ვიცით, რომ თქვენი ქვეყნები ჩვენსაზე ბევრად მდიდარი და განვითარებულია, მაგრამ შედეგი ამ ვინი პუჰივით ექიმს თქვენზე უკეთესი აქვს ! ჰასკაცა ?! იპოვეთ მამიდები ნათესაობაში და მათ მიხედეთ !“, – წერს გამყრელიძე.
ექიმების მხარდასაჭერი განცხადება გამოაქვეყნა დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.
დღეს ასევე განცხადება გააკეთა, ლევან რატიანმა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მათ აკრიტიკებენ: „მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ“






















