
საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის ამბები საზოგადოების განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა მეუღლემ ნელი დოროყაშვილმა ის ძალადობაში დაადანაშაულა.
სწორედ ამ ამბების შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა მესამე პიროვნება შარლოტა ელენა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის საცოლეა.
შარლოტა საკუთარ ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ფოტოებს საქმროსთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად და როგორც ირკვევა მას საქართველოც ძალიან მოსწონს.

შარლოტა ფოტოს აღწერაში სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად პიკნიკზე იმყოფება საკუთარ თავზე წერს: „შეეძლო მოდელობა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ბურგერზე და ლუდზე წასულიყო“.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.
პირველი სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული.
მანამდე კი საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ბასილაშვილის ოჯახზე გამოწერილი შემაკავებელი ორდერები.























