21:27 | 2020-12-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

შეეხება თუ არა ამნისტია ნარკოდანაშაულების მძიმე მუხლით გასამართლებულებს – რა ლაფსუსია კანონში

შეეხება თუ არა ამნისტია ნარკოდანაშაულების მძიმე მუხლით გასამართლებულებს – რა ლაფსუსია კანონში

თითქმის წელიწადია, მიმდინარეობს აქცია „შემახე ამნისტია“, რომლის ორგანიზატორიც ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძეა, პატიმრის მშობლები მუდმივად არიან თავშეყრილი პარლამნეტთან ან და სხვა ლოკაციაზე და მოითხოვენ ამნისტიის გამოცემას.

 

2020 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი ინფორმაციით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

 

„ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

 

მათ შორის – ნარკოდანაშაულებს, გასაღების გარდა – „ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ინიციატივა მოიცავს ასევე ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

 

თუმცა, იურისტების განმარტებით, 260-ე მუხლში არის დიდი ლაფსუსი და ეს მუხლი დიდი ხნის წინ გადასახედია.

 

ნახეთ, რომელ დანაშაულებებს შეეხება ამნისტია  - კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან იწყებს
2020-12-20ნახეთ, რომელ დანაშაულებებს შეეხება ამნისტია - კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალიდან იწყებს

 

2015 წელს შევიდა ცვლილება აღნიშნულ მუხლში და ახლა ის ასეა ჩამოყალიბებული:

 

„მუხლი 260. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება

 

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

 

2. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

 

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

 

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

 

4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თერთმეტ წლამდე.

 

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) დიდი ოდენობით;

ბ) წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

დ) არაერთგზის;

ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.

 

6. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

მეექვსე ნაწილში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ „განსაკუთრებით დიდ ოდენობად“ მიიჩნევა 1 გრამი და მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარება-გადაზიდვა.

 

იურისტები ამბობენ, რომ კანონი 1 გრამი ნარკოტიკული ნივთერებისა 20 კილოგრამის ამოღების შემთხვევაში ერთსა და იმავე, უვადო სასჯელს არ უნდა ითვალისწინებდეს.

 

ეკა ბესელიას პარლამენტში კანონში ცვლილებისთვის ინიციტიავაც ჰქონდა, თუმცა ამ პროექტის განხილვა წინა პარლამენტში ვერ მოხერხდა.

 

„შემახე ამნისტია“ აგრძელებს აქციებს და მოითხოვს, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანას და ამნისტიის დროს გათვალისწინებასაც,

 

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სიტყვიერი შეთანხმებაც არსებობს, რომ მე დავესწრები იმ სხდომებს, როდესაც ამნისტიის შესახებ იქნება განხილვა. მსჯელობა მომავალი კვირიდან დაიწყება. თუმცა, იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, რამდენიმე არასამტავრობო ორგანიზაციაც ითხოვს სხდომებზე დასწრებას და ვნახოთ, გადმოდგამს თუ არა საკანონმდებლო ორგანო შემხვედრ ნაბიჯებს. ჩვენ სწორედ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილისთვის ვიბრძვით და იმედია, გაითვალისწინებენ“. – თქვა ჩვენთან საუბრისს ალექსანდრე კობიაშვილმა.

 

პატიმრებმა, ვინც აღნიშნული მუხლით არიან გასამართლებული, წერილი დაწერეს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, სადაც აღნიშნული საკითხის გათვალისწინებას და ამნისტიის შეხებას ითხოვენ.

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X