14:37 | 2020-12-16 ავტორი: Prime Time

შეეხება თუ არა გიორგი რურუას ახალი ამნისტია

შეეხება თუ არა გიორგი რურუას ახალი ამნისტია

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გიორგი რურუას ამნისტია შეეხოს.

 

“რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამნისტიის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება, ამაზე მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოს, მაგალითად, გიორგი რურუას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს პარლამენტში ინიცირებული იქნება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი.

 

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. თუმცა, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახური ძალადობა.

პარლამენტი ამნისტიაზე მუშაობას იწყებს

ავტორი: Prime Time

X