
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 17 მაისიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მსუბუქდება და ე.წ კომენდანტის საათი 21:00-ის ნაცვლად, 23:00 საათამდე გადაიწევს. ასევე, მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.
ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, როდის შემსუბუქდება შეზღუდვები სოციალურ ღონისძიებებებთან დაკავშირებით, თუმცა, დღევანდელი საბჭოს განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება დასტაბილურდება, 1-ლი ივნისიდან საბჭო შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამ ეტაპზე ისევ მკაცრი აკრძალვის ქვეშ რჩება ქორწილის, ქელეხის, ბანკეტისა და სხვა მსგავსი ღონისძიებების აღნიშვნა.























