18:46 | 2021-05-24 ავტორი: Prime Time

შეფერხება მოიხსნა! – თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

შეფერხება მოიხსნა! – თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

„თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“ – ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.

„მამა ნაუმიმ უთხრა, რომ გაქრებოდა სიმსივნე...“ - რამ გამოაჯანმრთელა ხათუნა ჟორდანია
2021-05-24„მამა ნაუმიმ უთხრა, რომ გაქრებოდა სიმსივნე...“ - რამ გამოაჯანმრთელა ხათუნა ჟორდანია

 

„მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს.

 

დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა  ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.

 

ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X