14:02 | 2021-10-06 ავტორი: Prime Time

შეღავათები ბიზნესისთვის – ნახეთ თბილისის მერის ახალი გადაწყვეტილება

შეღავათები ბიზნესისთვის – ნახეთ თბილისის მერის ახალი გადაწყვეტილება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა და მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიზნესის მხარდაჭერის ამ პროგრამას, რომელიც თბილისის მერიის მიერ მომზადდა, უახლოეს პერიოდში თბილისის საკრებულო განიხილავს და 2022 წლიდან ამოქმედდება.

„მსოფლიოს არც ერთ ლიდერს არ უთქვამს, - „თავისუფლება მიშას!“ - უკრაინული გამოცემა
2021-10-06„მსოფლიოს არც ერთ ლიდერს არ უთქვამს, - „თავისუფლება მიშას!“ - უკრაინული გამოცემა

 

„როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა ეკონომიკური სექტორი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი. შესაბამისად, ჩემს გუნდთან ერთად შევიმუშავე ბიზნესის მხარდამჭერი რიგი ღონისძიებები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს გავათავისუფლებთ 2021-2022 წლების გადაუხდელი საიჯარო გადასახადისგან.

 

ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიის შედეგად მათი ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, საიჯარო ვადების კორექტირებას ვთავაზობთ ორი წლით, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი წესით, ორი წლით გავუხანგრძლივებთ საიჯარო ვადებს.

 

იმ პირებს, რომლებსაც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში გაუვიდათ ან გასდით საიჯარო ხელშეკრულების ვადა მუნიციპალიტეტთან ან მუნიციპალურ საწარმოებთან, ჩვენ შევთავაზებთ ამ საიჯარო უფლების ორი წლით აღდგენას.

 

ამავე პერიოდში, საიჯარო ხელშეკრულების გადასახადის პირგასამტეხლოების ჩამოწერა მოხდება. ტურისტული ობიექტები – რესტორნები, სასტუმროები და სხვები, ერთჯერადად გათავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლისგან.

 

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პროექტის სახით უკვე გაგზავნილია თბილისის საკრებულოში და იმედი მაქვს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერის. ვფიქრობ, ეს იქნება ერთგვარი ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X