
დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. მან ის მთავარი მიმართულებები დაასახელა, რომელსაც სახელმწიფო დაეხმარება.
მთავარი თემები ანტიკრიზისული გეგმიდან ↓↓↓
- მთავრობა ასუბსიდირებს იპოთეკური სესხების 4 პროცენტს. სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. ეს დღეის მონაცემებით ნიშნავს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარში შემცირებდა 7%-მდე.
- სუბსიდია შეეხება ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას. მიუხედავად იმის, რომ სესხის აღება შეიძლება იყოს მაგალითად 10 წლიანი, პირველი 5 წელი დასუბსიდირდება.
- გარანტია ვრცელდება 01.06.2020-01.01.2021 პერიოდში.
- გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%-ს.
- ამასთან, სახელმწიფო გასცემს სესხის გაცემის გარანტიას სესხის 20%-ით ოდენობით.
დახმარება დევნილებისთვის
- 2021 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო შეისყიდის 150 მლნ. ლარის ღირებულების მშენებარე ბინებს დევნილებისთვის, რაც დაახლოებით 1 800 დევნილ ოჯახს მოიცავს;
- საცხოვრებელი ბინების შესყიდვა დევნილებისთვის განცხორციელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე;
- შესყიდვა მოხდება აუქციონით, სადაც ფასი 1 კვადრატულ მეტრზე არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს;
- პროექტი დაიშვება აუქციონზე, თუ სამშენებლო პროექტის ფართობის არანაკლებ 20% რეალიზებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად;
მშენებლობის დასრულების გარანტია
- თუ მშენებელი თავისუფალ ბაზარზე ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, სახელმწიფო ამ მოცულობის საცხოვრებელ ფართებს შეიძენს და ისინი ასევე გამოყენებული იქნება დევნილი ოჯახებისთვის.
- ამასთან, 1 წლით გაგრძელდება ღონისძიებებით სარგებლობისთვის საჭირო მიმართვის ვადა ეს შეეხება საქართველოს ყველა რეგიონს.
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მთლიანობაში დახმარების ღონისძიებები მოიცავს 434 მილიონ ლარს.






















