18:35 | 2021-08-18 ავტორი: თამარ ბუჩუკური

შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც თუ ციხისთვის გაიმეტებთ – გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურზე

შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც თუ ციხისთვის გაიმეტებთ – გელა დაიაური ზურაბ ზვიადაურზე

“თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც” – ასე ეხმაურება გელა დაიაური განზრახ მკვლელობის ბრალდებით საპატიმროში მყოფ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს.

 

გელა დაიაური მას მხარდაჭერას უცხადებს.

 

ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა - რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე
2021-08-18ზვიადის მკვლელს ზურას მოკვლაც უნდოდა, გაუჩერებლად ისროდა - რას ამბობს ადგილობრივი წინანდალში მომხადრ სისხლიან გარჩევაზე

 

კაცს, რომელსაც ძმა და მეგობარი მოუკლეს და მოგერიების მიზნით მკვლელს ესროლა, მერე მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანა და ჩაბარდა პოლიციას, კაცს, რომელმაც თავისი ქვეყანა ასახელებს ოლიმპიადის მოგებით, კაცს რომელიც 17 წლის მერე პირველ შვილს ელოდება, თუ ციხისთვის გაიმეტებთ, შეგირცხვათ სინდისიც, სამართალიც და ქვეყანაც.

 

P.S. და თქვენ კლავიატურის მოჩხაკუნენო, ვინც აუგს ამბობთ ზურაბ ზვიადაურზე, უკვე ხართ უნამუსოებიც, უსამართლოებიც და უღმერთოებიც!!!” – წერს გელა დაიაური.

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილია სამი ადამიანი, ორი კი დაიჭრა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდაცვლითა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X