18:21 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

შეგვბოჭა და ისე შეგვსვა მანქანაში, საჭესთან მძევალი იჯდა – რას ყვება თავდამსხმელისგან გათავისუფლებული ლაშა შენგელია

შეგვბოჭა და ისე შეგვსვა მანქანაში, საჭესთან მძევალი იჯდა – რას ყვება თავდამსხმელისგან გათავისუფლებული ლაშა შენგელია

ზუგდიდის სპეცოპერაციის დროს ბოლოს წაყვანილი სამი მძევლიდან ერთ-ერთი, ლაშა შენგელია ამბობს, რომ თავდამსხმელმა მძევლებს თავად შესთავაზა, თუ რომელი გაჰყვებოდა ბოლოს ავთანდილ გალდავასთან ერთად. როგორც ლაშა შენგელია „კურიერთან“ საუბრისას იხსენებს, თავდაპირველად თავდამსხმელმა არ იცოდა საით წასულიყო და მხოლოდ იმას აკვირდებოდა, უკან ვინმე ხომ არ მიყვებოდა.

 

„ძალიან მოზომილი იყო. არანაირი დისკუსიაში არ შემოდიოდა. გვეუბნებოდა ისე მოიქეცით, ასე მოიქეცითო.

 

რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ - ადგილობრივების ვერსიები
2020-10-22რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ - ადგილობრივების ვერსიები

 

ჩვენ თვითონ გვითხრა მან ვინ მოდიხართ ჩემთან ერთადო. ბატონი ავთოს გარდა უნდა ყოფილიყო კიდევ სამი მძევალი. ჩვენ თავად გამოვხატეთ სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ქალი იყო.​შეგვბოჭა და ისე შეგვსვა მანქანაში. საჭესთან ერთ-ერთი მძევალ იჯდა. ის დასვა, მე გვერდით მომიჯდა.

 

თვითონაც კონკრეტულად არ იცოდა საით უნდა წასულიყო. უკან აკვირდებოდა მოსდევდა თუ არა ვინმე, ბატონი ავთო ყველნაირად ცდილობდა დერწმუნებინა იგი, რომ არ მოსდევდა არავინ და ცუდი შედეგი არ დადგებოდა“,- ამბობს ლაშა შენგელია.

 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.

ავტორი: Prime Time

X