
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „პოსტივის“ საქართველოში წარმოებულ პირბადის შესახებ ისაუბრა.
თენგიზ ცერცძვაძემ განაცხადა, რომ აჭარაში შეკერილ პირბადეებს ვირუსისგან დაცვის 100%-იანი გარანტია აქვს.
„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, როგორც პროფესიონალი, რომ ისეთი წვეთოვანი იფექციებისთვის როგორიც არის კორონავირუსი ამ პირბადეს აქვს დაცვის ძალიან მაღალი ხარისხი. მთავარია სწორად მოვირგოთ და პრაქტიკულად 100%-იანი იქნება.
შესაბამისად, მოსახლეობას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ სადაც საჭიროა პირბადის გაკეთება, შეგვიძლია ამ პირბადეებს ვენდოთ“, – ამბობს ცერცვაძე.






















