13:46 | 2021-10-12 ავტორი: Prime Time

„შეგვიძლია გადავარჩინოთ 1 800 ადამიანის სიცოცხლე“ – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო პროგნოზი

„შეგვიძლია გადავარჩინოთ 1 800 ადამიანის სიცოცხლე“ – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო პროგნოზი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საქართველოში არსებულ დღევანდელ საგანგაშო კოვიდსტატისტიკას გამოეხმაურა.

 

„ცივილური საზოგადოებების არჩევანი – ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი – ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის >2 000 მოქალაქეს ელოდება კოვდიდით სიკვდილი. პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ > 1 800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინები >10X ამცირებენ სიკვდილის შანს აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.

 

ცნობისთვის, 12ოქტომრის მონაცემებით, საქართველოში ოფიცალურად კორონავირუსის 4 775 შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა 37 პაციენტი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X