16:21 | 2021-05-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შეჰყავთ თუ არა ვაქცინაციის დროს ცოცხალი ვირუსი?- ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

შეჰყავთ თუ არა ვაქცინაციის დროს ცოცხალი ვირუსი?- ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

არის თუ არა შესაძლებელი ვაქცინის გაკეთების შედეგად ადამიანს კორონავირუსი დაემართოს – ამას ალერგოლოგ-იმუნოლოგი  ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს.

 

 

„ზოგადად, არსებობს ვაქცინები, რომლებიც ცოცხალი ვირუსებითაა დამზადებული და ამას ცოცხალ ვაქცინებს ვუწოდებთ. ვაქცინების უდიდესი ნაწილი ცოცხალ ვირუსს არ შეიცავს. ყველა არსებული ვაქცინა, რაც კი არსებობს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს.

 

 

შესაბამისად, ვაქცინაციის შემდგომ კორონავირუსის გავრცელების ალბათობა არ არსებობს“, – ამბობს კულუმბეგოვი

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X