14:53 | 2021-12-16 ავტორი: Prime Time

შეიძინეთ ნაძვის ხეები, სათამაშოები და საახალწლო დეკორაციები Extra-ზე

შეიძინეთ ნაძვის ხეები, სათამაშოები და საახალწლო დეკორაციები Extra-ზე

Extra.ge რომ საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზიაა ეს ალბათ უკვე იცით. „ყველაფრის მაღაზია“ ხშირად ექსტრას ასეც მოიხსენიებენ, რადგან მის სივრცეში შეგიძლია ყველაფერი შეიძინო რაც გაგიხარდება – ხერხი, საბურავი, ჭურჭელი, მტვერსასრუტი, ძმარი, ტანის ლოსიონი, ავეჯი, ფოცხი, ნაძვის ხის წვიმა და.ა.შ. მთავარი კომფორტი ისაა, რომ ზიხარ და მშვიდად იძენ იმ ნივთებს, რომლისთვისაც ცალ-ცალკე მაღაზიები უნდა მოგევლო. აბა ტანის ლოსიონს, ხერხს, ავეჯს და საბურავს ერთს სივრცეში სხვაგან სად ნახავ?!

 

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ექსტრამ  კიდე უფრო გაამრავალფეროვნა პროდუქციის ასორტიმენტი და ახლა უკვე საახალწლო ნივთების, დეკორაციების და სათამაშოების ფართო არჩევანსაც წარმოგიდგენთ.

 

ახალი წელი ნაძვის ხისა და გოზინაყის გარეშე ხომ წარმოუდგენელია, ჰოდა, ნაძვის ხეების უდიდეს ასორტიმენტს ექსტრაზე ჩაუჯექით. ფერის, ზომის, მოცულობის, მიხედვითაა დაწყობილ-დალაგებული ეს საახალწლო აქსესუარი ექსტრას საიტზე. შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ სახლის ჭერის სიმაღლე, არ გამოგრჩეთ ნაძვის ხის დასადგამის სიმაღლეც, რაც როგორც წესი 10-15 სმ-ია და ნაძვის ხის საერთო სიმაღლეს ემატება.

 

დათოვლილი, მთლიანად მწვანე თუ შერეული? სანამ არჩევანს გააკეთებთ გაითვალისწინეთ, რომ ოთახს, სადაც მუქი ფერები ჭარბობს, დათოვლილი, თეთრი ფერის ნაძვის ხე უხდება, იქ სადაც ნათელი ფერის კედლებია მწვანე ნაძვის ხე თოვლის ეფექტით ძალიან ლამაზად გამოიყურება, ხოლო თუ ოთახში წითელი ფერები ჭარბობს, ამ შემთხვევაში სრულიად მწვანე ნაძვი დაამშვენებს თქვენს სივრცეს.

 

განათებების, სათამაშოებისა და დეკორაციების გარეშე ნაძვის ხე ისე გამოიყურება, როგორც ქალი უსამკაულოდ, ჰოდა, ნაძვის „გასაპრანჭი“ აქსესუარებიც აქვე ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ. მათი ღირებულება 6 ლარიდან იწყება და 100 ლარს ცდება, რაც ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი თანხით შეიძლება გაახალისოთ და განაახლოთ ნაძვის ხის დეკორაციები.

 

ალბათ გსმენიათ, ბებია – ბაბუების რჩევა, ნაძვის ხეს ყველ წელს ახალი სათამაშო უნდა შემატო, რომ იმ წელიწადმა შენც კარგი სიახლეები მოგიტანოსო. ჰოდა, სად იყიდით საახალწლო სათამაშოებს უკეთეს ფასად, თუ არა Extra,ge-ზე? აქ ნახავთ მოსართავებს არა მხოლოდ ინტერიერისთვის, არამედ ექსტერიერისთვისაც, რა სჯობს იმას, ეზოდანვე რომ იგრძნობა საახალწლო განწყობა. ექსტრას სადღესასწაულო ნივთების მრავალფეროვნება, ნამდვილად გაგაოცებთ.

 

შერჩევისა და შეძენის შემდეგ კი თოვლის ბაბუებად ქცეული ექსტრას კურიერები საქართველოს მასშტაბით მოგიტანენ შენაძენს.

 

ეს ერთი და სხვა მრავალი – ექსტრა ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.

 

 

(R)

 

 

ავტორი: Prime Time

X