18:02 | 2021-06-01 ავტორი: თამარ გონგაძე

შეიძლება ამ ბარტერში მეც მოვყვე, მაგრამ მერე, რა? – ია ფარულავამ “ფარული კონვერტის” გეგმა გაგვანდო

შეიძლება ამ ბარტერში მეც მოვყვე, მაგრამ მერე, რა? – ია ფარულავამ “ფარული კონვერტის” გეგმა გაგვანდო

ია ფარულავამ “ფარული კონვერტის” გეგმა გაგვანდო. როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი ჩვენთან საუბარში ამბობს, გადაცემას სტუმრად უკვე თითქმის ყველა მათთვის საინტერესო რესპონდენტი ჰყავდა. ამიტომ ის ახლა რესპონდენტების ბარტერს “იმედთან” აწარმოებს, კონკრეტულად, მისი შოუების პროდიუსერთან.

 

ია ფარულავა: – მეოთხე წელია რაც “ფარული კონვერტი” მიმყავს. ბოლო პერიოდია, სცენარის ნაწილშიც ვერევი და მონტაჟშიც. ეს მე თვითონ მსიამოვნებს, არავინ მაძალებს. 1989 წლიდან მოყოლებული ტელევიზიაში ვმუშაობ და ეს სფერო კარგად მესმის.

 

2021-06-01"ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც P.S.-ში დავბრუნდი, არის "კიკალა". ისეთი "მოხოდილია"... - გიორგი ქორქია განახლებულ "პოსტკრიპტუმზე"

 

რაც შეეხება “ფარული კოვერტის” გეგმებს, მოგახსენებთ: გადაცემაში სტუმრად თითქმის ყველა ცნობილი სახე გვყავდა. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მეორე წრეზე წასვლაც “მოსულა”. მაგრამ საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ჩვენთვის მეორე წრეზე წასვლა და იგივე სტუმრის მოყვანა, არ იქნება მომგებიანი. ეს არის გადაცემა თემებით და კითხვებით.

ამიტომ მივუკაკუნეთ “იმედის” სახეებს. ჩემსა და “იმედის” ერთ წამყვან პროდიუსერს შორის რესპონდენტების ბარტერული გაცვლა ხდება. ჩემს რესპონდენტებს მათთან ვუშვებ, იქიდან მომყავს სახეები… შეიძლება ამ ბარტერში მეც მოვყვე, მაგრამ მერე, რა?

 

– ანუ, “იმედის” ერთ რომელიმე შოუში სტუმრად გიხილავთ?

 

– შესაძლებელია. რატომაც, არა?

ავტორი: თამარ გონგაძე

X