
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელებიდან მეოთხე კვირას შემთხვევების ზრდის დინამიკა საბედნიეროდ დაბალია.
„ჯერჯერობით მატების დინამიკა ქვეყანაში არის მსუბუქი. დამთავრდა 4 კვირა პირველი შემთხვევიდან, მე-5, მე-6 კვირა არის საფრთხილო, განსაკუთრებით მე-7, მე-8 კვირა, თუ კიდევ ეს ერთი თვე ამ დინამიკით ვიარეთ, როგორც მოვდივართ პირველი შემთხვევიდან, შეიძლება დიდ პიკში არც შევიდეთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „კურიერთან“ საუბარში.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 85 შემთხვევაა დაფიქსირებული, კარანტინის რეჟიმში – 4 641 იმყოფება, სტაციონარში კი 239 პაციენტს აკვირდებიან. ამასთან, რომ გამოჯანმრთელებულია 14 პაციენტი.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















