
მმართველი გუნდის წევრის აუდა ღუდუშაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების აღსრუება, ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში არაერთ საქმეში გასამართლებული მეგის ქარდავას ექსტრადირება პრემიერ ირაკლი ღარიიბაშვილის უკრაინაში ვიზიტმაც განაპირობა.
“ყველასთვის კარგად არის ცნობილი როგორი სისხლიანი რეჟიმის სახე არის ბატონი ქარდავა და ნიშანდობლივი არის, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ, რა თქმა უნდა კარგად გააცნობიერა ყველამ, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და ყველა დამნაშავე აგებს კანონის წინაშე პასუხს.
ამიტომ, შეიძლება დროში დაყოვნდეს მართლმსაჯულება, მაგრამ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაფერხებს იმას, რომ მართლმსაჯულება და კანონი აღსრულდეს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, 8 წლიანი ძებნის შემდეგ, მეგის ქარდავა საქართველოს გადმოეცა. ქარდავა საქართველოში კიევი-თბილისის რეისით უკვე ჩამოიყვანეს.
ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ 13 სექტემბერს მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:























